ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მრგვალი მაგიდა: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით „ERASMUS+“-ის HEIN 4 პროექტისა და იუნისეფის პროექტის: „უნივერსიტეტის შესაძლებლობის გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, მოეწყო მრგვალი მაგიდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა განათლების მიმართულებით მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაინტერესებული მხარეების ინტერესებისა და შემდგომი ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლას, რეგიონში ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას, ბავშვის უფლებათა ცენტრისა და ფაკულტეტზე არსებული ინოვაციათა ლაბორატორიის შემდგომ გამოყენებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების, ასევე აჭარის ა.რ. სკოლების  წარმომადგენლები.

ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მრგვალი მაგიდა დაგეგმა და მოაწყო „ERASMUS+“ -ის HEIN 4 პროექტში ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილებით ათვისებული მეთოდოლოგიის იმპლემენტაციის მიზნით.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში მხარეები - უნივერსიტეტის განათლების მიმართულების აკადემიური პერსონალი, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მენეჯერები,  სკოლების წარმომადგენლები - შეთანხმდნენ ერთობლივი კვლევების წარმოების საჭიროებებზე, ერთობლივი კონფერენციების მოწყობის, სკოლებისა და ბაღებისთვის საჭირო ტრენინგების დაგეგმვის აუცილებლობებზე. ბსუ-ს გუნდმა საგანამამთლებლო დაწეებულებათა წარმნომადგენლებს შესთავაზა ინოვაციური ლაბორატორიის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

იუნისეფის პროექტის ფარგლებში, რაოდენობრივი წიგნიერების ტრენერმა, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, „ERASMUS+“-ის HEIN-ის 4 პროექტის საშუალებით ბსუ-ში შექმნილი ინოვაციური ლაბორატორიის პოპულარიზაციის, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის ინოვაციებით დაინტერესების მიზნით, მოაწყო არაერთი შეხვედრა ქალაქ ბათუმის სკოლებისთვის.  შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს ინოვაციათა ლაბორატორიაში მოსწავლე ახალგაზრდებმა შეისწავლეს საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსის CK 12-ის გამოყენების შესაძლებლობები, STEM-ის მიმართულებით ინოვაციური პროექტების დაგეგმვის, საგანმანათლებლო პროცესში სიმულაციების გამოყენების შესაძლებლობები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა