ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში იასპერ მოლერი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში იასპერ მოლერი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იასპერ მოლერმა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ბსუ-ში შეიქმნა ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი. Unicef-ის, მხარდაჭერით, ბსუ-ში განხორციელდა  3 პროექტი: „ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“, „კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“ და „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა