ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროფესორ-მასწავლებლები №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ბათუმის გაძლიერებული მათემატიკის სწავლების №6 საჯარო სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დალი მახარაძემ და დეპარტამენტის ლექტორებმა ომარ გივრაძემ,  მზევინარ ბაკურიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს მათემატიკის როლზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, განსაკუთრებით კი, მის მნიშვნელობაზე  მომიჯნავე დარგებისთვის. შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა  საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათემატიკის  პოპულარიზაციას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა